მურთხიკოს შინაარსი



პროლოგი


მურთხიკო საძაგლად საყვარელიაო, მახინჯურად ჩასაყლაპი, დაჯღვარკულად საამური და მოსაფერებელიო.

სახელი მურთხიკო თოჯინების თეატრალურ წარმოდგენაში მგელს ერქვა და ჩემი ინსპირაციაც ამ სახელის შინაარსიდან მოდის. ცნობილი ზღაპრის მიხედვით კი, მან გოგონა და ბებია შეჭამა. ბოლოს მოკლეს.

მეახლობლა სახელი მურთხიკო, კარგად ვიცნობ! ისეთი გასაგებია ჩემთვის მისი შინაარსი, მისი არსი. ქალთა ჭუჭყიკო, მდედრთა დედატმოყნული ამაზრზენიკო. :)) მისი სახელი მურთხიკუნაა და რასაც ის მოიმოქმედებს საყვარლობაა! მისი სახელი თავისთავშივე მოიაზრებს უდანაშაულო მკვლელუნას, ყელისგამომჭრელუკას, ტყვიისშუბლშიდამხლელიკოს. ის სიყვარულად მოიაზრება დღეისამასიქით და იგი მიზეზია სიყვარულისა.

სიტყვებს, რასაც ტექსტში ვიყენებ, შეგრძნებებისთვისაა. მე მათ შენს გონებაში ვაფეთქებ ბომბებივით და მე ამაზე ვგიჟდები! ცუდ სიტყვებზე არა, აფეთქებებზე! :) მე მათ ვიყენებ ხარისხიან აუტანლობად, რომ შენ გასაგებად ეწამო, როგორც ჩემზე უფრო მეტად წმინდანი! ჩემზე უფრო მეტად კამკამა სულის პატრონი! მეც ყვერებგამოუბანელიკო ვარ, როცა ცუდი სიტყვებით გზაფრავ! ამიტომ მეც მურთხიკოსავით უნდა მაპატიო ყველაფერი, მეც საყვარელი პოეტუნა ვარ! შენი უზრდელიკო! შენი კათარზისი!

მრავალჯერ გამანდეს ჩემში შემჩნეული პათოლოგის სავარაუდო არქეტიპი, თან მეხვეწებოდნენ, რომ არ დამეჯერებინა მათი ნათქვამი. მაჯერებდნენ ისე, რომ არ დამეჯერებინა ბოლოს. მხოლოდ მათ იციან როგორ უნდა ქნა რაღაც ისე, რომ ისე არ იყოს საბოლოოდ. ან მერე ის, ისე ზუსტად არ გამოვიდეს, რომ გამოსვლის დროს, ყველაფერი არავინ არ გავიგოთ. რა იყო და სად, რისთვის იყო ვინ, სად ვიყოთ და როგორ, ვისი რა იყოს, ან არ ვიყოთ, რატომ ვიყოთ, ისე რომ იყოს რომ, აი არც იყოს, მაინც რომ თან იყოს თურმე და.. აუ, ჩაიჯვი ახლა! იყოოოოს! ეს დედატმოტყნული, იყოს!

სახეში ისე მთხლიშე, რომ თან მეხვეწებოდი არავითარ შემთხვევაში არ დაიჯერო რაც ვქენიო. და მე იცი რა ვქენი? გინდა გითხრა რა ვქენი? მე დაგიჯერე ჩემო სიყვარულო! :) ანუ, პრინციპში შენც მანდ დაგენძრა და ბოლოს ყველაფრის ფინალი ასეთი იყო - აფეთქებებში აწიოკებული, სიყვარულს განიცდიდი ჩემს მიმართ. იმ სიყვარულს ვამბობ საკუთარი სისხლით რომ წერ გონებაში ახლა მოგონებებს. ეს იყო შენი საქმე მაშინაც და ახლაც, ისევ იგივეს გავალებს შენი ბუნება! ნუ გრცხვენია, გადაშალე ფეხები, საშინლად ლამაზია - უკვე ასჯერ გითხარი! ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ამის გაკეთება მართლა შენ გინდება, ისე არ მინდა. მე ხომ მოძალადე არ ვარ ძვირფასო არა? მხოლოდ ორგაზმის მათხოვარი, რომელიც ბომბებს დაგიშენს, გამუდმებით! დაუღალავად და ამდგარად! მე მხოლოდ შენისნებართვით გამოგასალმებ სიცოცხლეს. თუ გინდა ჩვენი შვილების თვალწინ, სადიზმის პიკზე გავასხათ ღვთაებრივად!


მანამდე მე მოგიყვები იმაზე, თუ როგორ მოგკლავ, რატომ მოგკლავ, როდის და რა მიზეზით. იმ სურვილის ფერსაც გაჩვენებ როგორია. გაჩვენებ როგორ მინდება ის, რომ არასდროს მომანდომო შენი ჩაძაღლება. ხომ იცი, მეც როგორ მეშინია მაგ ამბის? მეშინია იმიტომ, რომ შენ გასწავლეს როგორ უნდა მომაკვლევინო თავი და შენ ამაში ხუთოსანი ხარ გოგო! თხოვნას ვერასდროს ამისრულებ, ვერ მოახერხებ იმდენს რომ ტვინი არ გაგასხმევინო!... ზუსტად ისე, როგორც ოროსანი ვერასდროს ამოხსნის მაგალითად შვიდის კვადრატს, შენც მის მსგავსად ასჯერ დაივიწყებ ჩემგანვე სათუთად ნაკარნახებ ორმოცდაცხრას და შენ, ამის გამო სიკვდილი გელის. ჩვენ ხომ შევთანხმდით ამ ყველაფერზე?


შენ ზუსტად ისე შვები, რომ მე დამაჯერო, რომ ყველაფერი გაიგე. მე მართლა დამაჯერე, თითქოს ყველაფერი გაიგე. მჯეროდა მანამდის, სანამ შენს არტერიას გადავჭრიდი დაჟანგული დანით. დამაჯერე, რომ ზუსტად გეცოდინებოდა შვიდის კვადრატი. მაჯერებ რომ ეს დედამოტყნული "ორმოზ'დაცხრა" უკვდავად შეისისხლხორცე - შენი გადარჩენის კოდი. თითქოს მართლა გაიგე, თუმცა შენ, ისე მაჯერებ, რომ ეჭვმა მომკლას. შენ ისე მეხვეწები, რომ ვითომ მე გეხვეწები მუხლის ჩოქვით. შენ ძალიან გიყვარს ჩემო სიყვარულო, როცა ჩვენ არ ვიცით ვინ ვინაა, ვისი ვისაშია და რა დროით.


შენი ხელოვნებაა არა-ს სათქმელად მომზადებულმა, როგორ იკივლო კი - ები. შენეულია - ძალიან ჩვეულებრივად წარმოსადგენი რამე, წარმოუდგენლობად ამტკიცო. შენი ხელოვნების დარგია ტკბილო, შენი ნატვრა, ჩემს სურვილად გააჟღერო. სხვანაირად ხომ შერცხვები არა? შენ ეს ასე გასწავლეს! ნატვრა კი, შენი ტვინის გასასხმელად გასროლილ ტყვიად აღმოცენდება ჩემს კაცურ ხელებში, რომელსაც მერე, სცენარის მიხედვით, თავში გახლი. შენ ამაზე გიჟდები, აღიარე! რა ლამაზი სცენარია არა? როგორი ინტენსიური, ვნებით დატვირთული... არა? კაი ახ'ა გაჩერდი! სულ მთხოვ ისე ჩაგაძაღლო, რომ არ მოკვდე, მოკლულივით გინდა სუნთქავდე, ყელგამოჭრილად ცოცხალი გინდა დარჩე. ეს შენი სურვილებიც შენსავე არა- ს გაქვს, რომელსაც კი - ს შინაარსს ანიჭებ ხოლმე და შენ, ამის გამო, აუცილებლად მოკვდები!


ესაა ჩვენი ზღაპარი და მისი შინაარსი წყევლად გვექცა - ორგაზმისთვის მათხოვრებად ქცეულებს.



ამბავი


მაგიდაზე ხელს ურტყამდა… ყვიროდა, ხმამაღლა ღრიალებდა. ისეთი დაძაბული ჰქონდა სხეული… ძალიან დაჭიმული მთელი ტანი. დიდხანს ნაცვამი სპორტული შარვალი, რომელშიც ოთხმოცჯერ გააკუა, ჭუჭყისგან უპრიალებდა. ყლე ოდნავ გამობურცული ჰქონდა შარვალში და მისი ჩრდილი მეორე ფეხზე ეცემოდა გრძლად, მარცხნიდან დაცემული შუქის გამო ისე ჩანდა, რომ ადამიანი იფიქრებდა აშკარად ძალიან თვალსაჩინოდ ვაჟკაცური, წაბლივით მაგარი და ვირივით ხარისხიანი აბიაო.


…ისე სასიამოვნოდ ღრიალებდა ხოლმე ის ადრე ქალისთვის... არადა, რა უთხრა ამ ცოლმაც ახლა ასეთი გასაგიჟებელი? რაღაცა ზღვარს მიღმა ბღნავილს გავდა უკვე მისი კაცური კაცობა. დასაწყისი არავის ახსოვს, მთავარია რომ ღრიალებდა და ცოლს ასე ეალერსებოდა ხოლმე ყოველდღიურად. აღრიალებული კაცის ყურებაც მოსწონდა ქალს ადრე, მაგრამ ახლა უკვე აღარ!


უცნაურ ჟრუანტელს ჰგვრიდა ხოლმე კაცი ცოლს, პერმანენტული ღრიალით. ახსენებდა პირველად როგორ მოტყნა ქმარმა, როგორ კარგავდა ხოლმე გონებას მის გამო, ხვნეშა-ხვნეშით როგორ უსრესდა დაკომპლექსებულ, ძალით გაშიშვლებულ სხეულს ბნელ ოთახში. ხან სად ლოკავდა და ხან სად კბენდა… რა ლამაზად ამოუყრიდა ხოლმე ძუძუებს, როგორ ეხახუნებოდა სახით ზედ, ფეხებშიც, როგორ უჭყლეტდა მუტელს გონებადაკარგული და ა.შ.


ადრე ქმრის ღრიალი საშინლად სექსუალური იყო. რაღაცნაირად მამაკაცური. აი, ტრაკი რომ დაეჭიმებოდა ხოლმე სკამიდან წამოხტომისას ქმარს, ზურგიც მერე ლამაზი უჩანდა სამზარეულოს ფანჯრისკენ შეტრიალებულს. მერე, ახალი წინადადების დასაღრიალებლად შემობრუნებული, ისევ გაიფხორებოდა ხოლმე. ეს დაჭიმულობა ქალს ახსენებდა ქმრის თავგანწირვას და გამეტებით შერტყმებს სექსის დროს, გათავებამდე რამოდენიმე წამით ადრე, დაუზოგავად რომ შეუჯლაგუნებდა ხოლმე, აი მაგას! და კიდე იმასაც, აი, სიამოვნებისგან აყმუვლებული მურთხიკო უკონტროლოდ და გამეტებით, წყობიდან გამოსული დოღის ცხენივით რომ ექცეოდა მას, იმით, მკვრივად, იქ, საწოლში.


ახლა კი რა? რა გამოვიდა? აღარ მოსწონდა მისი ღრიალი? აღარ ახსენებს იმ ნეტარებას, რასაც ქმრის ყმუილი, გათავების დროს უდასტურებდა ხოლმე? კი, ასე იყო, აღარ მოსწონდა ის ძალაუფლება ქალს, რასაც ქმართან ტყნაური ანიჭებდა, აღარ უნდოდა ვალერიანის წვეთებივით ქმრისთვის ყოფნა, აღარ უნდოდა მისი ისევ კატასავით დამონება. ეს გამოყლევებული კატაც უნიჭო გახდა დროთაგანმავლობაში. წესიერად აღარ გმინდავდა და თან ზერელედ ლოკავდა ხოლმე. მკვრივად შერტყმებიც რაღაც აჩქარებულ, ზერელე ბლაყუნში გადაუვიდა და მოკლედ, დაიტანჯა საწყალი ქალი!


მოიწყინა ცოლმა. ყველაფერი თბილი ჩუსტების ბრალი იყო, რომელიც ღრიალის დროს ქმარს ეცვა. ხელს რომ მუშტად კრავდა და ხან მაცივარზე აბრახუნებდა და ხანაც მაგიდაზე, იმ ხელებზე თმები ჰქონდა ამოსული. თითებზე თუ დააკვირდებოდი და იმასაც შეესწრებოდი პურს როგორ ჭრიდა, ეგერევე მიხვდებოდი როგორი ყლის თავი არგუნა მას ღმერთმა. პუტკუნა და მრგვლოვანი, რომელიც ღრიალის დროს, სუფთა ტრუსიკში კი არ ედო ახლა, არამედ ოდნავ ნაფსამში. მთლიანობაშიც მის ყლეზე მოკლეს უფრო იტყოდა კაცი, ვიდრე გრძელს ან წვეტიანს. მაინც არაფერს წყვეტდა ეს უკვე ქალისთვისთვის და მოდი შევეშვათ. პრობლემა იყო - თბილ ჩუსტებში ღრიალი. ქალს უჭირდა მისი ამ ფორმატში სექსუალურად აღქმა. დაიცა, ნეტავ კუბოკრული თბილი ჩუსტების მაგივრად, არმიის ჩექმა რომ ცმოდა კაცს მაინც არ მოეწონებოდა? ან იქნებ რამე ისეთი, ცოტა „ველურული“...? იქნებ რამე რკინის? რაღაც აბჯრის დიზაინით შეკერილი ჩუსტი მაგალითად? რავიცი... მეც დავიბენი ამ კაცის და ქალის საცოდაობის შემყურე. ისე, ბოლოს და ბოლოს, სახლში ეს კაცი მართლა ჩექმებს და რკინის ბოტასებს ხომ არ ჩაიცვამდა მოფლაშულ, ღია ნაცრიფერ შარვალზე?!… ეეჰ! ... ის ვეღარ აჯერებდა ცოლს, რომ ძლიერი, სიამოვნების მიმნიჭებელი მკვრივი ტახია და ამასთანავე ნამდვილად კარგი პიროვნებაც.


გამწარებული კაცი ღრიალს უმატებდა… ადრე მაგრად ჭრიდა ასე პრობლემებს. შეხლა-შემოხლის მერე "შერიგების ტყნაურს" მოიმოქმედებდნენ ხოლმე საწოლში გროტესკულად და ეს არაჩვეულებრივი შერიგების აქტი, პრობლემებს გარკვეული დროით უგვარებდათ.


შერიგება ძალიან სასიამოვნოდ წარიმართებოდა ხოლმე. მე რასაც ვუყურე მართლა კარგი იყო. უბრალოდ ამჯერად არ გაუმართლა კაცს. ისე, მას უკვე დიდი ხანია აღარ უმართლებდა. თან ხვდება, მაგრამ მაინც არ იმჩნევს და ერთგულად აგრძელებს ნაცნობ, ძველებურ ღრიალს და მერე შერიგების სცენებს საწოლში. სულ სჯეროდა, რომ ის, ისე იქცეოდა, როგორც ეს ნამდვილ, მკვრივ ტახს შეჰფერის. აზრზე არ იყო, რომ თბილ ჩუსტებში მჯღავანა ქმრის ყურებაზე ქალს, მკვრივი ტახის მაგივრად, ფსელივით თბილი ჩაი ახსენდებოდა უკვე, საწოლში ჟღვლინტიანი ცხვირით მწოლიარე ქმართან რომ მიჰქონდა ხოლმე.


ცოლი ქმარს ხან ზემოთ ახედავდა ხანაც ქვემოთ. ქვემოთ - გული უწუხდება და არ მოსწონს ეს კაცი… ვერაფრით გაიგო რა სჭირს… ზემოთ - კარგად იჭაჭება და იძარღვება, მართლა ვერაფერს დაუწუნებ. მუცლის მოცულობაც კარგი აქვს... მონუმენტურად ვიბრირებს, მისი ნაწლავებით სავსე მუცელიც, ბღავილის დროს. პრინციპში კარგად გუგუნებს ეს ჩემისა, მეც რომ ვუსმენ მომწონს, ძლიერია და რავიცი, მეც მინდა ეგრე ღრიალი, მაგრამ მე მისი მოცულობის ნაწლავები არ მაქვს მუცელში. კაი, ჩემს ნაწლავებს არ დავეძებ, მაგრამ ტიპი, აი გულს და სულს აყოლებს ისეთი ექოთი ბღავის. ამის არ დანახვა მართლა უსამართლობა იყო ცოლის მხრიდან. უკეთესი ქმარი რაღამნაირია მართლა და მართლა? მეტი რა ქნას ქმარმა? ეს ცოლი კიდე ჩახედავს ქვემოთ - ვაახ, ბიჭოოო! ფლასუნა ჩუსტები! სულ წყალში ყრის ზედა ნაწილის მომხიბვლელობას. მოუსპო განწყობა ქალს ფლასუნაჩუსტებში მონუმენტურად მოღრიალე კაცმა და რა წყალში გადავარდნილიყო უკვე აღარ იცოდა სასოწარკვეთილმა ცოლმა.


ბოლოს, რაღაც მიაყვირა სახეში ქმარს... არ ვიცი სიმართლე იყო თუ არა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მურთხიკომ თავი პატარა კაცუნად იგრძნო. ეგონა რომ ყლე დაუპატარავდა, რომ ცოლი მას აღარასოდეს მისცემს მის კუთვნილ მუტელს. დაქოწრინების შემდეგ მისი პირადი საკუთრებაა. თან ეს მუტელი თუ ცოლი, თუ ქალი თუ ვაგინის რაღაცა, თუ ალბათ საშვილიშვილო ზარდახშის ფონდის რამე, ვაგინალური მეტამორფოზის გაუგებრობა, თუ რაცაა მოკლედ, უბრალოდ ქალი? ცოლი? იქნებ კიდევ უფრო სხვა რამაა იგი ქმრისთვის? ჩვენ ხომ არ ვიცი არა...?! რასაც ჩვენ ვერ გავიგებთ იქნებ ის იყოს ეს ქალი… მოკლედ! ოფლით და ჯაფით აქვს მოპოვებული ეს ცოლი! წამებით! სულ ხვეწნა-მუდარით ყავს მოტყვნაზე დათანხმებული. თან მასში შენძრევის ნებართვაც ხომ იოლია ამბავი არაა? ხომ ყველამ ვიცით არა? მოდი დავიდოთ ახლა გულზე ხელი ჯგუფურად! მართლა ეგრეა და მომკალით თუ გინდათ! რომ გადაიფორმო ეს მუტელი პირად საკუთრებაში იოლია ტო?! რამდენი შრომა გჭირდება კაცს, ეგრე სადაა?! და უცებ ბრახ! ბიჭო, ვაახ! ხელიდან გეცლება - შენი ხელით მოყვანილი, ნაპოვნი, გარეცხილი, გამშრალებული, დანამული, გაუთოებული ფუჩუები, ქორწილგადახდილი, პურ - მარილგაშლილი, ნათამადევი, შენი, შენი პირადი საკუთრება! შენი, მხოლოდ შენი! (მამაკაცური ქვითინი ისმის აქ ამ ადგილზე. მოკუმული და ნაკბენი მუშტის ფონზე) აქვითინდა საწყალი კაცი, ქვიით, ქვიით! არადა ცოლიც, თითქმის იგივეს ფიქრობს თავის მუტელზე რასაც ქმარი… და ნუ საოცრება ხდება აი!... ვერ აღგიწერთ ისეთი! თან ვფიქრობ მეც - აბა რას კლავენ ერთმანეთს თუ მაინც ერთ აზრზეა ორივე?... ვაახ, აი სასწაული თუ გინდა ეგაა კაროჩე, იმენა!


თურმე ის საშვილიშვილო ზარდახშა, იმ ქალს რომ ჰქონდა ტანში გამოღრუტნული, ეგ მთლად იმ კაცის არ ყოფილა. ბოლოს ცოლმაც რომ უთხრა - შენია, რომ მოჯვამს ჟენიაო, აი მას მერე მოხდა ის, რაც მოხდა.


ჯავრით მოვკვდით მეზობლები... ამხელა სიყვარულში მოფუსფუსე ცოლ-ქმარმა რის გამო დახოცეს ერთმანეთი? რა ვერ გაიყვეს ასეთი? და უიმე ქალო, თურმე, მუტელიო! მუტელიო ქალო, გესმით? თურმე ამ დამპალ ცოლს, ქმრის საკუთრება დაუყადაღებია ისევ იმ თავის ქმრისთვისო, აღარ გაძლევ აწიო და შეიქნა ერთი ამბავი...


კაცს ქალმა რომ სახეში შეჰყვირა, ცივი წყლის გადაასხმასავით იყო ეს მისთვის. უცებ რა აღარ წარმოიდგინა მურთხიკომ, ყველაზე მტკივნეული იყო, როცა მიხვდა, რომ აშკარად კარგავს თბილ ღრუს. აი ჯლაგუნი რომ უყვარს ხოლმე შიგნით, მაგას! თან რომელიც უკვე მას ეკუთვნის, აი ზუსტად მაგაზეა ლაპარაკი ხალხო! რა გჭირთ? რა ვერ გაიგეთ? როდემდე ეს უსამართლობა დედასგეფიცებიიით? ზუუუსტად ეეეეეგ ზარდახშააააა ხოოო! აუუ, გავგიჟდები ახლა!… აუუუ! უცებ ეს ცოლი შეიძლება ადგეს და წავიდეს? არ შემშალოთ ჭკუიდან! და მერე სულ მთლად ვინმე მურმანს შეიძლება მისცეს მურთხიკოს ზარდახშა სატყნავად? ვსიო, ახ'ა გაჩერდიიით! მეტირება, თან მურთხიკოს რომ ვიცნობ როგორია… მშრომელი და წესიერი! :(


ღრუს დაყადაღებამ სულ შეშალა ჭკუიდან ტიპი, ამიტომ ღრიალს მოუმატა. არადა ხმა დაუწვრილდა, ბოლოს სულ მთლად წკავწკავებდა. რაღაცა ციყვის ჭყავილს დაემსგავსა მისი აწ უკვე პრეისტორიული ღრიალი. ცოლიც გამოყლევდა ამ პერფორმანსის შემყურე - ეს ამხელა მკვრივი ტახი, კუანა ციყვად რამ გარდაქმნაო.


ქალმა უნიტაზს თავი სწრაფად ვერ ახადა და ამიტომ ხელსაბან ნიჟარაში ჩაარწყია. პირი რომ მოიწმინდა და გამოვიდა, ხატების კუთხესთან მივიდა, პატარა წიგნი გადმოიღო და ლოცვა დაიწყო. ბოლოს არ ვიცი როდის ილოცა, მაგრამ რაღაც ღმერთთან მოუნდა იმ მომენტში ახლოს ყოფნა. ლოცვა დამთავრებული არ ჰქონდა და პოლიციაც ჯერ არ ჩანდა, რომ უკვე მეორედ, ზედ ხელებზე გადაირწყია.


შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს ქმარს. აღარ ქნა ძმაო ეგ ამბავი აწიო - უთხრა პოლიციელმა, მას მერე, რაც მაცივარზე მისხმული ტვინი შეამჩნია და თან ქალსაც თაგვისფერი ტვინი უჟონავდა თავიდან. ეგრევე მოწვა ტიპმა რაც მოხდა და ორდერიც მართლა ვაშ'კაცურათ გამოწერა. არადა ცოლი იმ დამპალ პოლიციელს ეხვეწებოდა და უხსნიდა - უბრალოდ ვიკინკლავეთ მე და ჩემმა ქმარმა, ჩემმა შურიანმა მეზობელმა კი, არაფრის გამო გამოგიძახათ... რეალურად მე, ჩემით მივარტყი თავი მაცივარსო.


ცოლმა მურთხიკო მაინც ვერ გაწირა!… :( როგორ უყვარს ქალო გავგიჟდიი! აუ თუ ხვ'თებით ღმერთო რამხელა სიყვარულია ამ საქციელში? აი ქალიიიიიი! მეტირებაააა! :(( მეც მინდა ასეთი სიყვარულიიიი. ღმერთო, რა უმწიკვლოა! <3


ღამით ხელი რომ მოუსვა თეძოზე ცოლს ქმარმა, ცოლმა - გაიწიე იქით, სანამ წიხლი გკარიო. ქმარი შეაშინა ცოლის უარმა და გაიტრუნა. აქამდე სულ თავის ჭკუაზე ტყნავდა ხოლმე. ცოლიც სულ უცდიდა და ითმენდა სანამ გაათავებდა და ტკბილად დაიძინებდა ჭუჭყიკო. იმ ღამით ცოლის უარი ისეთივე მკვირი იყო როგორც მურთხის ყლე, რომელშიც სისხლი გუბდებოდა უიმედოდ და შესივებისგან გამწარებულ პატრონს, ძილს უფრთხობდა.

ცოლსაც არ ეძინა იმ ღამით, საკუთარი ურჩობით გაოგნებულს. ქმრის ნასკებს უყურებდა თბილ ჩუსტებთან, დაჩუტული ბურთებივით რომ ეყარა.


მერე იყო მკვლელობები. ცოცხლად დარჩენილები მალულად კრუტუნებდნენ მკვლელობის ამბებზე. სხვების სიკვდილის დეტალებს გულისყურით უსმენდნენ. მოკლული ქალის ადგილზე, სხვისი ცოლები, საკუთარ თავს წარმოიდგენდნენ ხოლმე და სიამოვნებას ასე განიცდიდნენ. გაუცნობიერებლად, აუღიარებლად! უთქმელად! ომახიანი ვიშვიშის ფონზე ახერხებდნენ ყველაზე ხარისხიანად და ჩუმად სიამოვნების მიღებას.

კაცები ქალების სიკვდილს რომ გაიგებდნენ, ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა, შუბლი გაუხვრიტა, ბენზინი გადაასხა, დაწვა და ა.შ., მერე მათაც საშინლად უნდებოდათ საკუთარი ცოლის გადაკუზულზე თეძოებში ჩაბღუჯვა, საათობით უკნიდან ჯლაგუნი მანამ, სანამ თესლით არ გამოავსებდნენ საკუთარ ზარდახშებს. რაც უფრო ისმენდნენ მკვლელობებზე ამბებს ისინი, მით უფრო აღაგზნებდა ეს მათ. წელში სწორდებოდნენ, ტახივით მკვრივდებოდნენ, სუნთქვა უღრმავდებოდათ და მნიშვნელობა ემატებოდათ.


მთლიანობაში ქალიც და კაციც არასდროს აღიარებდა ზღვარს მიღმა ყოფნაში განცდილ ორგაზმის შინაარსს. ისინი ისევ გაათავებენ იქ, იმ ადგილას სადაც ერთმანეთს აუცილებლად მოკლავენ. ქალები ისევ დაღვრიან მაცივრებზე "თვითნებურად" ტვინს, წრფელი სიყვარულის გამო. ზარდახშიდანაც დაღვრიან, თქვენ არ იჯავროთ! კაცები კი, უბრალოდ ყლიდან თესლს, არტერიიდან სისხლს და ისინი, ერთად მოიმოქმედებენ ერთმანეთისთვის მისთანანს, როგორც იდეალურ გაცვლას.


მათი ზღაპარი ყოველთვის წყევლას გავს. რადგან მათთან „არა“ კი-ს მოიცავს მალულად, „კი“ კი, ისევ მოიაზრებს „არა“-ს. არასდროს ყოფილა მათთვის „არა“ მხოლოდ „არა“, რადგან ისინი ყოველთვის შეფარულად იყენებდნენ მასში „კი“-ს.



ეპილოგი


რადგან კი - ს უკვე აღარ ერქვა „კი“, ის არასავით ტყუილი გახდა. ისინი მოდიფიცირებდნენ ერთმანეთს სიჩუმეში, მალულად. მათია ზღაპარი, სადაც პერსონაჟები, ვალერიანის წვეთებზე მფორთხავ, სიამოვნებისგან უმოწყალოდ მოკრუნჩხულ კატებს გვანან, ბოლომდე ნაწამები.


ზღაპრის დასასრულს კატებს კოდავდნენ.



126 views